ალექსანდრე დიუმას ამავე სახელწოდების კლასიკური რომანის კინოადაპტაცია, 19 წლის მეზღვაური ედმონდ დანტეს შესახებ, რომელიც ნიშნობისთვის მარსელში ჩადის. მაგრამ შურიანი მეგობრების მიერ გაყიდული, ახალგაზრდა გმირს ადანაშაულებენ ბონაპარტიულ შეთქმულებაში და თვისი ნიშნობის დღეს აკავებენ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. თოთხმეტი წელი პატიმრობის შემდეგ ის ახერხებს ციხიდან გაქცევას და კუნძულ მონტე-კრისტოზე დამალული საგანძუის დაუფლებას. წარმოუდგენლად მდიდარი ედმუნდი ბრუნდება როგორც გრაფი მონტე-კრისტო, რომელმაც ახლა შური უნდა იძიოს მათზე, ვინც მას ცრუ ბრალდება წაუყენა და უღალატა.