ფილმის გმირები – ერთი ოჯახის რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც მრავალი ათეული წელია კატალონიის სოფელ ალკარასში ცხოვრობენ, სადაც მიწას ამუშავებე და ფულს ხილის გაყიდვით შოულობენ. მაგრამ გმირები მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ მიწა მათ არ ეკუთვნის, რადგან არანაირი ხელშეკრულება არ არის და ახლა მათ მიწაზე დაგეგმილია არსებული ატმის ყველა ხის მოჭრა, რათა გაათავისუფლონ მიწა მზის პანელებისთვის. შედეგად, უფროსები გამოსავლის პოვნას ცდილობენ, უმცროსები კი ზაფხულით ტკბებიან.