ნამდვილი ამბავი მამა-შვილის შესახებ, რომლებიც მათი განადგურებული ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ აპალაჩის მთებში იძულებით ლაშქრობის დროს, რათა იპოვონ თავიანთი საყვარელი დაკარგული ძაღლი. ამ ამაღევლებელმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, რადგან უამრავი ადამიანი შეუერთდება ავადმყოფი ძაღლის ძებნას, რომელსაც სიცოცხლის სულ რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი ყოველთვიური მედიკამენტების გარეშე. ძაღლს ჰქონდა ადისონის დაავადება, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, რისთვისაც მას ყოველთვიური ვაქცინაცია სჭირდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ოჯახს 23 დღე ჰქონდა შინაური ცხოველის მოსაძებნად, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება კომაში ჩავარდნილიყო.