გმირობის, მეგობრობისა და თავდადების ეპიკური ნამდვილი ამბავი, რომელშიც მოვლენები კორეის ომის დროს ვითარდება და აშშ-ს საჰაერო ძალების 32-ე გამანადგურებელი ესკადრილიის ორი მფრინავის, აფროამერიკელი ჯესი ბრაუნისა და თეთრკანიანი ტომ ჰადნერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მათი განსხვავებული წარმოშობის მიუხედავად, ომის შუაგულში მყოფები თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ ერთად ბრძოლას სწავლობენ. საერთო დივერსიული ოპერაციის შესრულებისას გმირები საუკეთესო მეგობრები გახდებიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრაუნის თვითმფრინავი მტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდება, მათ მეგობრობას მკაცრი გამოცდის გავალა მოუწევს.