სომან ჩაინანის ამავე სახელწოდების ფენტეზური რომანანის ეკრანიზაცია, ორი ახალგაზრდა საუკეთესო მეგობრის სოფიას და აგათას შესახებ, რომლებიც ჯადოსნურ სკოლაში მოგზაურობენ და სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდებიან. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, მეთერთმეტე თვის მეთერთმეტე დღეს პატარა ქალაქში იდუმალი გამტაცებელი მიდის, რათა შეარჩიოს ორი მოზარდი და წაიყვანოს სიკეთისა და ბოროტების სკოლაში, რომელშიც ახალ ზღაპრის პერსონაჟებს – გმირებსა და ბოროტმოქმედებს ამზადებენ. სოფი მთელი ცხოვრება ელოდა ამ მომენტს, რომ ზღაპრიდან ლამაზი და კეთილი პრინცესა გამხდარიყო და მომხიბლავ პრინცზე გათხოვილიყო. მისი საუკეთესო მეგობრის – პირქუში და არაკომუნიკაბელური გოგონა აგათასგან განსხვავებით, რომელსაც საერთოდ არ სურს დაკარგოს თავისი ერთადერთი ახლო ადამიანი. მაგრამ როდესაც გოგოებს იტაცებენ, მათი ბედი ერთმანეთში არეული აღმოჩნდება.