შეინ მიულერი (ბრიუს უილისი) ეროვნული უსაფრთხოების აგენტია, რომელიც მაღალტექნოლოგიურ სამეთაურო ცენტრს “სათვალთვალო ოთახი” მართავს, სადაც ის აკონტროლებს ყველაზე საშიშ დამნაშავეებს. ახალწვეულ ჯასტინ როზას იარაღის კონტრაბანდით დაკავებული კარტელის წევრის, ედი ფლინის კონტროლი და მისი სიცოცხლის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება დაევალება. მაგრამ როდესაც ფლინის სახლში სპეცნაზის ჯგუფი მიდის, როზა არღვევს პროტოკოლს და პირდაპირ უკავშირდება განგსტერს მისი სიცოცხლის გადასარჩენად. როცა ბოევიკები “სათვალთვალო ოთახში” შეიჭრებიან და ქაოსი იწყება, მიულერი და როზა სასოწარკვეთილები უპირისპირდებიან კორუმპირებულ აგენტებსა და ჩინოვნიკებს, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ მტკიცებულებები და მოკლან ორივე.