1997 წლის გერმანული ფილმით “კაკუნი სამოთხის კარზე” შთაგონებული კორეული დრამა, სასიკვდილო სენით დაავადებული ნამ-სიკის შესახებ, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო მკურნალობა, რომლის საშვალებაც მას არ აქვს. ამიტომ ცოცხალი, რომ დარჩეს, ის საავადმყოფოდან საავადმყოფოში მოგზაურობს და წამლებს იპარავს. როდესაც მძიმე შაკიკითა და კრუნჩხვებით დაავადებული პატიმარი მამაკაცი სამედიცინო შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ, ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მას ორ კვირაზე ნაკლები სიცოცხლე დარჩა. შედეგად, პატიმარი გაქცევას გადაწყვეტს და ნამ-სიკისთან ერთაინდება, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან თავიანთი ბედნიერების საპოვნელად.