დიდიხნის წინ ოკეანის სიღრმეებიდან დედამიწას უზარმაზარი ურჩხულები მოევლინენ, მაგრამ მათ კაცობრიობამ გიგანტური რობოტები დაუპირისპირა. დრო გავიდა. ახლა ურჩხულები ავსტრალიას უტევენ და მთლიანი კონტინენტის მოსახლეობას ევაკუირება უწევს. ორი და-ძმა - ტეილორი და ჰეილი ავსტრალიაში დარჩნენ, რომ თავიანთი დაკარგული მშობლები იპოვონ. ისინი გზაში ძველ რობოტს პოულობენ და მის მართვას სწავლობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს მათ მშობლების პოვნაში და გადარჩენაში დაეხმარება.