ახალი წელი და შობა ზოგადად ის პერიოდია, როდესაც ადამიანები მხიარულობენ, ერთობიან, დროს კარგად ატარებენ და ოჯახის წევრებთან ერთად რომანტიკულ კომედიებს უყურებენ, მაგრამ ამ ფილმების ასე დახასიათება შეუძლებელია, რადგან მათმა რეჟისორებმა განსხვავებული გზით წასვლა გადაწყვიტეს და კლასიკური ფორმულის ნაცვლად საახალწლოდ საშინელებათა ჟანრის თრილერები შემოგვთავაზეს. უყუროთ თუ არა მათ, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია.