ერთი შეხედვით ომერისა და ჯეილანის სიყვარულს წინ ვერაფერი აღუდგება. წყვილი დაქორწინებას აპირებს. ორივე მათგანი მშრომელი ადამიანია, ჯეილანი დამლაგებლად მუშაობს და საკუთარ ოჯახს არჩენს, ხოლო ომერი მთლიან შემოსავალს ქორწილისთვის აგროვებს. შეყვარებულების იდილია საფრთხის ქვეშ დგება, როცა ჯეილანი დამატებითი ანაზღაურების ნაცვლად შეძლებული ოჯახის წვეულებაზე მიმტანად მუშაობას დათანხმდება...