ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის, ნობელის პრემიის ლაურეატის მილტონ ფრიდმანის სატელევიზიო სერიალი "არჩევანის თავისუფლება" . სერიალში საუბარია თავისუფალ ბაზარზე, რომელიც, ავტორის აზრით, საუკეთესოდ უზრუნველყოფს კეთილდღეობას საზოგადოების ყველა ფენისთვის, ასევე მთავრობის ზომასა და როლზე, მომხმარებელთა და მშრომელთა უფლებებზე, განათლებასა და სოციალურ პრობლემებზე, ინფლაციასა და გადასახადებზე, ინდივიდის თავისუფლებისა და მზარდი მთავრობის დაპირისპირებაზე. მილტონ ფრიდმანი სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნებს და თან გვიამბობს მათი განვითარების წარმატებულ თუ მარცხის ამსახველ ისტორიებს.