ექსტრემალურ სიტუაციაში გადაუდებელი ოპერაცია გაკეთდა – კატასტროფაში დაღუპული რეციდივისტის, რამაზ კორინთელის სხეულში ინფარქტით გარდაცვლილი აკადემიკოსის, დავით გიორგაძის ტვინი გადაინერგა. ორი განწირული სიცოცხლიდან ერთ-ერთი გადარჩა. განსხვავებული ინტელექტის, ცხოვრების წესის, ზნეობის ადამიანების ერთ სხეულში გაერთიანებას ტრაგიკული შედეგი მოყვა.