ჯეიკ მაკნიშის და შონ სილკოფის წიგნზე “სიგნალის დაკარგვა: ბლექბერის წარმოუდგენელი აღზევებისა და მომნუსხველი დაცემის უთქმელი ამბავი” დაფუძნებული ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს კანადური კომპანიის BlackBerry-ის სწრაფი აღზევებისა და ელვისებრი დაცემის შესახებ, რომელმაც 2000-იან წლებში გამოუშვა ამავე სახელწოდების მსოფლიოში პირველი სმარტფონი. მაგრამ სამართლებრივი ბრძოლების შემდეგ BlackBerry მის კონკურენტებთან Apple-თან და Samsung-თან დაკარგავს თავის საბაზრო უპირატესობას. სიუჟეტის ცენტრში – საქმიანი ურთიერთობაა კომპანიის თანადამფუძნებლებს მაიკ ლაზარიდესსა და ჯიმ ბალსილის შორის.