სიუჟეტის ცენტრში ყოფილი სპეცრაზმელი და კერძო დაცვის სპეციალისტი ლუო ფენგია, რომელსაც ერაყში მდებარე ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის თანამშრომლების გადარჩენა მოუწევს, როდესაც ისინი ტერორისტების თავდასხმის ობიექტები გახდებიან. მალე მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ ტერორისტები სინამდვილეში მძარცველები არიან, რომლებიც შავი ოქროს მოპარვას აპირებენ. მძარცველების შესაჩერებლად და მძევლების გადასარჩენად, ფენგის ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეით კრის ვან ჰორნი ეხმარება, რომლებმაც სამოქალაქო პირების ჯგუფი ბაღდადის “სიკვდილის გზის” გავლით მწვანე ზონაში უნდა გადაიყვანონ…