ერთ დღეს ციდან იდუმალი პარაზიტები ჩნდებიან. ისინი ძალით იპყრობენ ადამიანებს, ძლიერდებიან და შემდეგ კლავენ სხვა ადამიანებს. იმისათვის, რომ შემოჭრილ საშინელ არსებებს საშვალება არ მისცენ სამყარო დაპყრონ, კაცობრიობამ ერთად უნდა იმუშაოს. ანტიპარაზიტების განყოფილებას ხელმძღვანელობს ჩხვე ჯუნ-კიუნგი, რომელმაც დაკარგა ქმარი შემოჭრის დროს და ახლა ყველა პარაზიტის მოსპობა სურს. ამ ქაოტურ სამყაროში კანგ-ვუ მთელი ძალებით ცდილობს თავისი დაკარგული პატარა დის პოვნას, ხოლო სო-ინის თავში ცხოვრობს პარაზიტი, რომელიც ბოლომდე ვერ იპყრობს მის გონებას.