ტელმა – ახალგაზრდა გამოუცდელი სტუდენტი, სასწავლებლად ნორვეგიის დედაქალაქში ოსლოში გადადის.ის გეგმავს მთელი დრო სწავლას დაუთმოს, მაგრამ მოულოდნელად მას მშვენიერი გრძნობა ეწვევა – სიყვარული. დიდი შესაძლებლობების ქალაქში პრესტიჟული დიპლომის გარეშე დარჩენის პერსპექტივა საერთოდ არ ახარებს მას, მაგრამ სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩდება. მისი გული გაშმაგებით ცემს, ხოლო აზრები ნისლში ეხვევა. მალე ის აღმოაჩენს, რომ აუხსნელ ზებუნებრივ ძალას ფლობს, რომლის შესაძლებლობები, ბნელი ძალების მოქმედებას შეესაბამება. ტელმა ხვდება, რომ ზებუნებრივი ძალა მას რაღაც სასტიკ არსებად აქცევს...