ექშენ რომანტიკული-კომედია, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის დარსის და ტომის შესახებ, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად უჩვეულო და იდეალური ქორწილის გადასახდელად ეგზოტიკურ კუნძულზე იკრიბებიან. მაგრამ ცერემონიის წინ დარსი და ტომი ხვდებიან, რომ მათი გრძნობები გაცივდა და დაშორებას გადაწყვეტენ. თუმცა, მოულოდნელად გმირების სიცოცხლე საფრთიხ ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც ქორწილში უცნობი ადამიანები შეიჭრებიან და მძევლად აიყვანენ ყველა იქ დამსწრეს, რომელიც ახალ მნიშვნელობას ანიჭებს ფრაზას “სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს”. საყვარელი ადამიანების გადარჩენისას, პატარძალი და სიძე ხელახლა განიცდიან იმავე გრძნობას, რაც მათ ოდესღაც აერთიანებდა.