მოვლენები 1938 წლის შემოდგომაზე ვითარდება, როდესაც ევროპა ომის ზღვარზე იმყოფებოდა. ადოლფ ჰიტლერი ჩეხოსლოვაკიაში შესაჭრელად ემზადება და ბრიტანეთის მთავრობა, ნევილ ჩემბერლენის მეთაურობით, ევროპაში დაძაბული სიტუაციიდან უიმედოდ ეძებს გამოსავალს, რომელიც სტაბილურად უახლოვდება მსოფლიო ომს. შედეგად, გაზრდილ ზეწოლასთან დაკავშირებით, ორი მეგობარი – ბრიტანელი საჯარო მოხელე ჰიუ ლეგატი და გერმანელი დიპლომატი პოლ ფონ ჰარტმანი მიუნხენში საგანგებო კონფერენციაზე მიემგზავრებიან, სადაც პოლიტიკური დისკუსიის შუაგულში ყოფნისას, გმირები მოსალოდნელი კატასტროფის სრულ მაშტაბებს აცნობიერებენ, რომლის შეჩერებაც აღარ შეიძლება. როდესაც მოლაპარაკებები იწყება, ორი ძველი მეგობარი პოლიტიკური ხრიკების ქსელისა და ძალიან რეალური საფრთხის ცენტრში აღმოჩნდება.