ისტორია არაპროგნოზირებადი და ამბიციური კარგი გოგონას ლუსი ჰატონის და მისი დაუძინებელი მტრის ჯოშუა ტემპლემანის შესახებ, რომლებიც ერთად მუშაობენ ნიუ-იორკის დიდ გამომცემლობაში და პირველივე დანახვიდან სძულთ ერთმანეთი. ლუსი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს თავის პროფესიაში, მაგრამ საბოლოოდ ცივსისხლიან მტერზე, ჯოშუაზე დომინირების დაუნდობელ თამაშში ერთვება, მეტოქეობაში, რომელიც კიდევ უფრო რთულდება ჯოშუას მიმართ მოულოდნელად გაჩენილი გრძნობებით. ერთ დღეს ლიფტში ვნებიანი კოცნა ყველაფერს თავდაყირა აყენებს, თუმცა მაღალი პოზიციისთვის ბრძოლა ყველაფერს თავის ადგოლზე აბრუნებს. ნუთუ ყოველთვის ასე იქნება? არის სიყვარულის ადგილი ამ თამაშში?