გიორგი ქადაგიძის მოკლემეტრაჟიანი მხატრული ფილმის ცენტრში ახალგაზრდა გოგოა. ის ცდილობს, საკუთარი თავი აღმოაჩინოს სიკეთის, სიყვარულისა და იმედისთვის ბრძოლაში. კინოსურათის მთავარი გმირი სრულიად მარტოა სიკეთის სადარაჯოზე და უმძიმეს განაჩენს იღებს. მისი ერთადერთი სიყვარული განვლილი გზის გაგრძელებას სიკეთის დახმარებით ახერხებს. ეს არის ბოროტების სულიერი კათარზისი და აღიარებისა და შენდობის გზა.