საქმიანი რაიონის ერთ მიყრუებულ ქუჩაზე პატარა სწრაფი კვების ობიექტია , სახელად „მეშია“, რომელსაც მისი მეპატრონეები შუაღამის სასადილოს ეძახიან. იგი მხოლოდ ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდეა ღია. მენიუში მხოლოდ ღორის ხორცის მისო სუფია, ლუდი, საკე და შოჩუ. თუმცა მეპატრონე კლიენტებს ნებისმიერ სურვილს უსრულებს. ამაღამ, როგორც ყოველთვის, უამრავი კლენტი მიაწყდება სასადილოს, სადაც ვითარდება ადამიანური დრამის სასაცილო და ზოგჯერ ნაღვლიანი ეპიზოდები, რომლებიც კვებავს კუჭსაც და... სულსაც.