სიყვარული ბოროტებაზე და სიკეთზე მეტია. სიყვარული - ეს გენეტიკური მოთხოვნილებაა. ეს ძღვენიცაა და წყევლაც. სიყვარული - ავადმყოფობაა, ნარკოტიკია. სიყვარული - ყველაზე მშვენიერი და ყველაზე საშინელი გრძნობაა ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ყველაფრის გადმოცემას ცდილობს რეჟისორი ფილმში, რომელიც ერთი ახალგაზრდა კაცის და ორი გოგოს სიყვარულისა და ვნების ისტორიაა.