სიუჟეტი ცოლ-ქმრის შესახებ გვიყვება, რომლებსაც ერთმანეთთან რთული ურთიერთობები აქვთ და ერთხელაც მთავარი გმირის - ემმას ქმარი გადაწყვეტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ დასაწყისია - ემმა თავის აწ უკვე ყოფილ ქმარზე ხელბორკილით არის მიბმული, ხოლო სახლში კი ხაფანგებია დაგებული, პარალელურად მასზე ქილერები ნადირობენ.