ფილმი ეგოისტი და ექსცენტრიული ბოროტმოქმედის, კრუელა დე ვილის ახალგაზრდობის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც დალმატინელის ლეკვები საშინლად სძულდა და მათი ტყავისგან შეკერილ სამოსზე ოცნებობდა. თუმცა, ის ყოველთვის ასეთი არ იყო – 1970-იან წლებში მას ესტელა ერქვა, და ხულიგნებთან ერთად ლონდონის ქუჩებში ცხოვრობდა, სადაც ჩვენ დალმატინელების მიმართ ესტელას სიძულვილის წარმოშობის ნამდვილ მიზეზს ვიგებთ…