მარტოხელა სკოლის მასწავლებელი, 40 წლის სანდრო ჯერ ისევ თავის ხმაურიან, მუდმივად მოკამათე მშობლებთან ერთად ცხოვრობს, მათი ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. როდესაც შემთხვევითი პაემანი უემოციო აბსურდულობად გადაიქცევა, სანდრო უქმე დღეების გასატარებლად ზღვის წვიმიან სანაპიროზე გაემგზავრება თავის ძველ მეგობარ ივასთან ერთად.