კომა - ისტორია რეალურ ცხოვრებაზე, სოციალურ მდგომარეობასა და განგებაზე. ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ტიტე გოგიას ისტორიას, რომელიც საავტომობილო ავარიის გამო ციხეში ხვდება. ციხეში ტიტე მისთვის სრულიად ახალ რეალობას აღმოაჩენს; პატიმრების მიმართ არაადამიანური და ცინიკური მოპყრობა მის მდგომარეობას დიდ დაღს ასვამს. პარალელურად ისტორია საავადმყოფოში ვითარდება, სადაც ავარიის მსხვერპლები წვანან. ერთ-ერთი მათგანი კომაშია. ტიტეს ბედი სწორედ მათ გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული. რამდენის ატანა შეუძლია ადამიანს იმ ვითარებაში, სადაც სამართლის დადგენა შეუძლებელია? რა უნდა ქნა, როდესაც სისტემას ეჯახები? სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანების სისასტიკე, უპასუხისმგებლობა, გულგრილობა და ფარისევლობა?