ფილმი საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში მოხდა. სერიული მკვლელის თავდასხმის შემდეგ ის სასწაულებრივად გადარჩა. თუმცა, თავზე მიღებული ტრამვის გამო ფაქტიურად უუნარო გახდა. ქალი საერთოდ ვერ იმახსოვრებს ადამიანების სახეებს და როგორც კი ისინი თვალს მიეფარებიან, მაშინვე იშლებიან მისი მეხსიერებიდან.