ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტმა, ეველინ სოლტმა ფიცი დადო ვალდებულების, ღირსების და ქვეყნის წინაშე. მისი ერთგულების გამოცდა კი მაშინ იწყება, როდესაც რუსეთის ჯაშუშობაში დაადანაშაულებული სოლტი გაქცევით უშველის თავს და მთელ მის გამოცდილებას და შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა დაიმალოს და მდევრებს ხელში არ ჩაუვარდეს. სოლტი, უდანაშაულობის მტკიცებისას მხოლოდ ეჭვს გამოიწვევს მისი მოტივაციის შესახებ და სანამ მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ სიმართლეს იკვლევენ, კითხვა "ვინ არის სოლტი" უპასუხოდ რჩება.