ნათანიელი მალე შვიდი წლის გახდება , მაგრამ მან ჯერ კითხვა არ იცის. ამიტომ , როდესაც მისი დეიდა მას ბიბლიოთეკას გადასცემს, რომელშიც ასობით წიგნია, იგი ძალიან დამწუხდება. არადა თითოეული ზღაპარი საიდუმლოს ინახავს, როდესაც ღამდება ზღაპრის გმირები წიგნებიდან ამოდიან. მათ უნდა გააფრთხილონ ნათანიელი , რომ დიდი საფრთხის წინაშე დგანან - ისინი შეიძლება სამუდამოდ გაქრნენ. ნათანიელი ფერიის დახმარებით დაპატარავდება და თამამად გაემგზავრება პატარა მეგობრების დასახმარებლად.