პოპ მუსიკის სენსაცია - ელვინი, საიმონი და თეოდორი დეივ სევილის 20 წელს გადაცილებული ძმის შვილის, ტობის ხელში ჩავარდებიან. მათ ცოტა ხნით მუსიკის გვერდით გადადება უწევთ რადგან სკოლაში უნდა დაბრუნდნენ, სადაც სკოლის მუსიკალური პროგრამა უნდა გადაარჩინონ და სხვა ბენდებთან შეჯიბრში 25000 დოლარი მოიგონ.