ოსკარ უაილდის თხზულების მიხედვით გადაღებული ფილმი, პატივმოყვარე ფლეიბოის შესახებ ლონდონიდან, რომელმაც უკვდავი სილამაზის შესანარჩუნებლად სული გაყიდა. ლორდ ჰენრი უოტონის (კოლინ ფერტი) ცხოვრების წესით ცდუნებული ლამაზი, ახალგაზრდა არისტოკრატი დორიან გრეი (ბენ ბარნსი) ახალგაზრდობის შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი ხდება და სპეციალურად ახატინებს პორტრეტს, რომელიც ჟამთასვლას თავის თავზე იღებს, ხოლო თავად სამუდამოდ ახალგაზრდა რჩება...