ბეკა და ჰოუი კორბეტები ქორწინებაში ბედნიერად ცხოვრობენ. უეცრად მათ ვაჟს მანქანა დაეჯახება. შვილის სიკვდილის შემდეგ ბეკა ცდილობს გადააფასოს საკუთარი ცხოვრება,რაც ჯეისონთან უცნაურ მეგობრობაში გამოიხატება. ჯეისონი სწორედ ისაა, ვინც დენის შემთხვევით დაეჯახა.ამავე დროს ჰოუი ცდილობს წარსულში და უცხო ადამიანებთან კონტაქტში იპოვოს შვება. კორბეტების წყვილი გამაოგნებელ და სახიფათო არჩევანს გააკეთებს, რაც მათ ბედს სამუდამოდ შეცვლის.