ფილმის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება. ფრანგი ენვერ ჟანკური ახალგაზრდა ცოლიანი მამაკაცია, რომელიც აბრეშუმის კონტრაბანდას ეწევა. ის საფრანგეთიდან იაპონიაში მიემგზავრება, რათა საიდუმლო ტვირთი წამოიღოს. იაპონიაში ჟანკური ლამაზ გოგონას გაიცნობს, რომელიც იაპონელი გავლენიანი ბიზნესმენის საყვარელია. მამაკაცს ლამაზმანისადმი ვნება შეიპყრობს. მათ შორის არსებული ენობრივი ბარიერის გამო, ისინი იძულებულები არიან წერილებით იკონტაქტონ.