ფილმი ასახავს ქართული რეალობის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და მტკივნეულ პრობლემას - ნარკომანიას. გმირები თანდათან კარგავენ რეალობისა და დროის აღქმას. ყოველდღიური ცხოვრება აუტანელი და გაუსაძლისი ხდება, საბოლოოდ გმირები მკაცრი რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.