ენ გრანტმა თავის ხანგრძლივ ცხოვრებაში ნახა სიხარულიც და უბედურებაც, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ცხოვრებაში მას საიდუმლოც ჰქონდა. ენი მხოლოდ სიკვდილის წინ მოუყვება თავის ქალიშვილებს შეხვედრაზე, რომელიც მისთვის ერთადერთ და ნამდვილ სიყვარულოდ იქცა. ორი დღე, რომელიც სავსე იყო ახალგაზრდობის ვნებით და გულწრფელი გრძნობებით, დღემდე ცხოვრობს მის მეხსიერებაში, როგორც 50 წლის წინ, თუმცა მისი სული უკვე მზადაა სხვა სამყაროში გადასასვლელად.