2029 წელი. ქსელები და კომპიუტერები იმდენად განვითარდა, რომ შესაძლებელი გახდა მაღალტექნოლოგიური კიბორგების შექმნა, რომლებიც მთლიანად ინტეგრირებულები იქნებოდნენ ქსელებში. მთავარი გმირი კუსანაგი მოტოკო - კიბორგი ადამიანის ცნობიერებით, მეცხრე განყოფილების მაიორია, რომელიც მთავრობის სპეცოპერაციებისთვის შეიქმნა.ეს ფილმი 1995 წელს გადაღებული ანიმაციის რიმეიქია.