"პატარძლის მეგობარი"- ფილმი ტომისა და ჰანას შესახებ, რომლებსაც 10 წელია, რაც პლატონური მეგობრობა აკავშირებთ. ტომი გოგონებს ხშირად ხვდება, ჰანას კი გათხოვება უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პოულობს შესაფერ მამაკაცს. მას მერე რაც ტომი მიხვდება, რომ ჰანა მისი საუკეთესო პარტნიორია, გოგონა დაინიშნება და ტომს მის მეჯვარეობას სთხოვს. ტომი უხალისოდ თანხმდება იმ იმედით, რომ ქორწილის ჩაშლასა და ჰანას გულის მოგებას შეეცდება.