ქილერი სახელწოდებით - "შავი შაშვი" არავის ინდობს. ის ხალხს ხან ფულის გამო კლავს, ხანაც ისე უბრალოდ. ერთხელაც ის მეგობარ რიჩისთან ერთად დავალების შესასრულებლად მიემართება, გზად მათ კარმენ და უეინ კოლსონები ეღობებიან და ხელს უშლიან საქმის შესრულებაში. ამიერიდან ცოლ-ქმრის საქმე წასულია, ისინი პროფესიონალი მკვლელის სამიზნეები ხდებიან.