ლოს-ანჟელესის პოლიციელი ჯეიმს კარტერი ეჭვმიტანილის დაკავებისას უხეშ შეცდომას უშვებს. ამის გამო ის საგზაო პოლიციაში გადაყავთ. ამ დროს ჰონკონგელი პოლიციელი, ინსპექტორი ლი ახალ დავალებას იღებს: მან უნდა დაიცვას ჩინეთის ელჩი, რომელიც ლოს-ანჟელესში მიემგზავრება სისხლის სამართლის სამიტზე სიტყვის წარმოსათქმელად.