მატარებელი თბილისიდან ბათუმში მიდის. მეისრის შეცდომის გამო მატარებელი ბათუმის ნაცვლად ჯერ აფხაზეთის საზღვარზე აღმოჩნდება, შემდეგ კი ჭიათურაში. ამ მატარებლით მიემგზავრებიან ათასი ჯურის აფერისტები. ყველას თავისი თავგადასავალი აქვს. ეს არის ჩვენი უახლოესი წარსულის ამბავი, როდესაც საქართველოში გამეფებული იყო კორუფცია, ცხოვრების სტილი იყო მომხვეჭელობა, უკანონოდ ფულის კეთება, გადასახადების გადამალვა, ერთმანეთის გადაგდება და სხვა.