ელი ერთი კასტინგიდან მეორეზე გადარბენაზეა, ის გზადაგზა მაკიაჟის და ტანსაცმლის გამოცვლაშია. ელი ოცნებობს რომელიმე ჰოლივუდის ფილმში რამე როლის მიღებას. თითქოს თავისი თავის და საკუთარი ძალების რწმენა უკვე დაკარგული აქვს, როდესაც მოულოდნელად დაპატიჟებენ უცნაურ პროექტში. რა იცი, იქნებ ეს - ბოლო შანსია, მსახიობი გახდეს და პოპულარობა მოიხვეჭოს?!