დიანა არბუსი ცნობილი და შეძლებული ოჯახის წარმომადგენელია. მას შეუყვარდება ლაიონელ სუინი, იდუმალებით მოცული მეზობელი, რომელსაც ის ფანჯრიდან დაინახავს. დიანა ინტერესდება ლაიონელით და მის სახლში მიდის, რათა ფოტო გადაუღოს. ლაიონელი მას მარგინალ ადამიანებს გააცნობს, რომლებსაც დიანა ფოტოებს უღებს. ლაიონელის წყალობით დიანა არბუსი თავის თავში ნიჭს აღმოაჩენს და ის XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოხელოვანი ხდება.