1940-იანი წლების მიწურულს, მართა ბეკი და რაიმონდ ფერნანდესი სკანდალურად სახელგანთქმულნი იყვნენ როგორც "მარტოხელა გულების მკვლელები". მათი ფატალური თაღლითობის სქემა მარტივი იყო. ისინი მოატყუებდნენ და შემდეგ უმოწყალოდ გამოასალმებდნენ სიცოცხლეს ყველა იმ მარტოხელა ქვრივს, რომელიც გამოეხმაურებოდა მათ პირად განცხადებას გამოქვეყნებულს გაცნობის მიზნით, სადაც რეი, თავისთავს მიმზიდველ ლათინოს საყვარლად აღწერდა. ფილმი აგებულია ნამდვილ ისტორიაზე.