ისინი ლაპარაკობენ რამოდენიმე ენაზე, იციან კვანტური ფიზიკა და ერკვევიან ფილოსოფიაში. მათ ეხერხებათ ნადირობა და კარგად ფლობენ იარაღს. ისინი ცხოვრობენ ტყეში და ჰარმონიულად ერწყმიან მას. მხოლოდ გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა ისინი დაეტოვებინათ მშობლიური სახლი და წასულიყვნენ დიდ ქალაქში. რა მოხდება მას შემდეგ როცა პირისპირ შეეჩეხებიან ცივილიზაციას, როცა მათ ეწვევათ პირველი სიყვარული და გაიცნობენ გაჯეტებისა და სოციალური ქსელების სამყაროს?