მოქმედება ხდება მთის კურორტზე, მეოცე საუკუნეში. ფილმში ორი მთავარი გმირია: დაბადებიდან ბრმა და ყრუ ანგლო-ინდოელი - მიშელ მაკნელი, რომელიც სრულ სიბნელეში ცხოვრობს (ეს როლი ბრწყინვალედ ითამაშა რენი მუხერჯიმ) და მისი ექსცენტრიული აღმზრდელი დევრაჟ სახაი (ამიტაბ ბაჩანი). ყრუ და ბრმა მიშელი ბავშვობაში თამაშობს 8 წლის აეშა კალურს, ამ როლის შესრულების შემდეგ კი ის მიიღებს პრემიას პრესტიჟულ ჟურნალ Filmfare_საგან.