ფილმის მოქმედება ვითარდება ნორმანდიაში 1894 წელს. საოცრად მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცი ვნებიანად გატაცებულია ავანტიურებით, თავგადასავლებით და ქურდობებით. მის სახელს უკვე მთელი საფრანგეთი იცნობს. მას არსენ ლიუპენი ჰქვია. ქურდობას არსენი ბავშვობიდანვე სწავლობდა საკუთარი მამისგან. ეხლა ის გაიზარდა და იმის მიუხედავად, რომ მსახურობს ოფიცრად საბაჟოზე, არსენ ლიუპენი - პროფესიონალი ქურდი და ყაჩაღია. ერთხელ შობის წინა ღამეს ის ძვირფასეულობას პარავს გემის მგზავრებს.