უილიამ ფებერი საგადასახადო მრჩეველია. უცნობი ქალის ვიზიტი მისთვის ნამდვილი სურპრიზია. ანა დელამბრი, რომელსაც მისი ოფისი ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტში აერია, მას თავისი ცოლ-ქმრობის ინტიმური ცხოვრების სირთულეებს ანდობს. გულახდილი საუბრით მოჯადოებული ფებერი ვერ ბედავს ანას გამოუტყდეს, თუ სინამდვილეში ვინ არის.