მას შემდეგ, რაც საკუთარ დაბადების დღეზე საშინლად დამცირებულად იგრძნობს თავს, ჯენას მხოლოდ ის უნდა, რომ დაიმალოს მანამდე, სანამ 30 წლის გახდება. მისი სურვილი ახდება და ის არაჩვეულებრივი სხეულით, ულამაზესი ბინით, საოცნებო სამსახურითა და პოპულარული მეგობრებით გარშემორტყმული აღმოჩნდება. მაგრამ ჯენა ხვდება, რომ სინამდვილეში ის ერთადერთ ადამიანს ეძებს, მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობარს-მეტს, რომელიც ახლა გაზრდილი და ძალიან შეცვლილია..