უორენ შმიდტის ისტორია, რომელიც სადაზღვეო კომპანიაში მუშაობს. როდესაც ის დამსახურებულ პენსიაზე გადის, იწყებს თავისი განვლილი ცხოვრების გაანალიზებას - შეძლო თუ არა ყველა ოცნების ასრულება კარიერაში, ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაში. უორენს ქალიშვილი თითქმის არ ეკონტაქტება, ცხოვრობს დენვერში და გათხოვებას აპირებს ადამიანზე, რომელიც მამას არ მოსწონს. და როგორ უნდა მოიქცეს მამა? შმიდტი მთელი ქვეყნის გავლით ქორწინების შესაჩერებლად მიემართება. ყველაფერთან ერთად მან შესაძლოა საკუთარი ცხოვრების აზრიც იპოვოს.