ფილმის მთავარი გმირი ერიკაა – ვენის კონსერვატორიის პროფესორი. ის ასწავლის ახალგაზრდებს შუბერტის საოცარ მუსიკას, თვითონ კი, თანამედროვე ცივილიზაციის მონსტრია და ძალიან შორსაა ციური სფეროების ჰარმონიისგან. მას ბავშვივით სძინავს მოხუცებულ საკმაოდ ჭირვეულ დედიკოსთან, მას არანაირი პირადული ცხოვრება არ აქვს, მეცადინეობის შემდეგ კი საიდუმლოდ დადის პორნომაღაზიებში და ლოგინის ქვეშ სადომაზოხისტური ინსტრუმენტების ნაკრებს ინახავს.